პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განაცხადა.კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა თავდაპირველად დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც, "როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ".