პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სიძულვილის ენასთან დაკავშირებით რომან გოცირიძის ბრალდებას პასუხობს. როგორც თალაკვაძე ამბობს თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის რომან გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავზე და პარტიაზე, ვინაიდან მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით საზოგადოება ოპოზიციაზე გაბრაზებულია.
ცნობისათვის, რომან გოცირიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ამ საკითხზე სასამართლოს მიმართონ.