პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან მიმართებით, ამ მომენტისთვის ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება, ვინაიდან ნაბიჯები ყველა მხრიდან არის გადადგმული.როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ამ საკითხთან მიმართებით უახლოეს დღეებში მხარეებიი მორიგ შეხვედრას გამართავენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, მმართველი გუნდი მზად არის გადადგას ნაბიჯები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.