პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რეფორმის პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინა კონსტრუქციული დამოკიდებულება, რისთვისაც იგი მხარეებს მადლობას უხდის. კობახიძე ასევე ეხმაურება მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის შეფასებას და მას უმაღლესს უწოდებს.