პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კორონავირუსით პარლამენტში არავინაა დაინფიცირებული - Palitra News

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კორონავირუსით პარლამენტში არავინაა დაინფიცირებული

2020-03-10 12:10:30+04:00

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტში ახალი კორონავირუსით ამ მომენტისთვის არავინ არის ინფიცირებული. როგორც თალაკვაძე ამბობს, საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი პროფილაქტიკური ზომები უკვე მიიღეს.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია თავად დეპუტატმა გაავრცელა. დანელიას თქმით მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ის თვითზოლაციაში რჩება. დეპუტატის განმარტებით სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი და სწორედ ამიტომ ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე.