პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში შეხვედრებს მართავს - Palitra News

პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში შეხვედრებს მართავს

2020-02-07 10:09:47+04:00

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ჯო ვილსონს და სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა. შეხვედრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდნენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თემები და ის გადაწყვეტილებები იყო, რის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, რათა დროულად დაიხუროს ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.