საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის ძირითადი ნაწილი პარლამენტის რეგლამენტში 2019 წელს შესულ ცვლილებებს დაეთმობა. ანგარიშში ასევე საუბარია იმ კანონპროექტებზე, რომლებიც 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარე ანგარიშში ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზეც და ისაუბრებს მიმდინარე 2020 წლის სამოქმედო გეგმაზე.