პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობის თემაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.პარლამენტის კომიტეტში მოწვეული არიან: ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, როსარია პულისი;
ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი; ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 12:00 საათისთვის დაინიშნა.