პარლამენტის სხდომების გაცდენა, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდება. ირაკლი კობახიძე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების კუთხით შექმნილ პრობლემას გამოეხმურა და განმარტა რომ ახალი რეგლამენტის მიხედვით, თუ დეპუტატი არ დაესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს რომ ახალი რეგლამენტი ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კობახიძე მიიჩნევს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, "ეთიკის კოდექსი, რადგან ხშირად ირღვევა ნომრები, ხორციელდება პროვოკაციები. "ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე აღარ ვიცი, მერამდენედ მოაწყო პროვოკაცია და მას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი პოლიტიკური პასუხი" – ამბობს კობახიძე.