პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით - „დასაჯეთ მოძალადეები" ისევ გადმოფინეს.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება. როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
მანამდე კი ჟურნალისტებმა პარლამენტში სასესიო დარბაზთან, მდუმერე აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები.
საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა 5-6 ივლისის მოვლენები "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ხელში გააპროტესტეს.