ნიკა მელიას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსვლისას გარეთ თანაგუნდელები დახვდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება დანაშაულია. ამასთან, სხდომათა დარბაზიდან გამოსულ უმრავლესობის წევრებს კი ოპოზიციონერი დეპუტატები დახვდნენ ტაშით და შეძახილებით: „სირცხვილია !”. პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა.