პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი ლიდერებიც.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ რკინის ჯებირებზე საღებავით წარწერების გაკეთება სცადეს. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, აქციის მონაწილეებმა ასევე ჯებირებზე სტიკერები "შეცვალე" გააკრეს.