პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა ნაწილი აღარ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის მომხდარი გარკვეული უთანხმოებაა.აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი მათიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აღნიშნულზე საუბრისგან თავი შეიკავა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემაც, თუმცა მისი მხარდამჭერების კარვებიდან წამოსვლის ფაქტი არ უარყო.შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ ჩანს პარლამენტის წინ აქციაზე თავად ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამა აღნიშნულს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს.