თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი. როგორც ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, თუ საჭირო იქნება კარვების რაოდენობა გაიზრდება.კარვები არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ორი დღის წინ დაიდგა. პროცესი საკმაოდ მწვავე ვითარებაში სამართალდამცველებთან დაპირისპირების ფონზე წარიმართა.