თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე აქციები უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია, თუმცა ძალაშია შს მინისტრის გადადგომისა და აქციის დაშლისას დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნა. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც.