პარლამენტის შენობასთან, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შესაძლო შეჩერებისა და მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნულს არაფერი აქვს საერთო სამართალთან და აღნიშნავენ, რომ პროცესები მთლიანად პოლიტიზირებულია.