პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, შედეგები, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, გაყალბებულია. მათი მთავარი მოთხოვნა, არჩევნების ხელახლა, ჯანსაღ გარემოში ჩატარებაა. პარლამენტის შენობის წინ მყოფი აქციის მონაწილეების ნაწილი აქ დარჩენასა და ღამის გათენებას გეგმავს.