პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები საბჭოთა სიმბოლიკის დახატვას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.