პარლამენტის შენობასთან ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება "პოლიციელის მხრიდან ძველბიჭობამ გამოიწვია". ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, სამართალდამცავები მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ.
დღეს ოპოზიცია პარლამენტის წინ სირცხვილის დერეფნის მოწყობასა და შენობის პიკეტირებას გეგმავს. ოპოზიცია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენასა და მხარდაჭერას აპროტესტებს.