პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული სამივე პირი თავისუფალია. თუმცა, მათ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. პროცესი 19 მაისს გაგრძელდება. დაკავებულთა ადვოკატის განცხადებით, მიზეზი სასამართლო სხდომაზე შს სამინისტროს მიერ ვიდეომტკიცებულებების წარდგენა გახდა. ანა ნასრიშვილისთქმით, დაცვის მხარეს მტკიცებულებათა გასაცნობად დრო სჭირდება.