საქართველოს პარლამენტის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ინფიცირებას უკავშირდება. ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამ დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა