პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა.
პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისია ხუთი წევრით არის წარმოდგენილი. მის შემადგენლობაში შევლენ: შალვა პაპუაშვილი, კახა კუჭავა, ლევან იოსელიანი, - ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზილფიმიანი.
პარლამენტს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 85 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. ცვლილებების ასახვა კონსტიტუციურ კანონის გარდამავალ დებულებებში, ორი მიმართულებით იგეგმება: - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მცირდება. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება.