პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ არასრულწლოვნებს კითხავენ. ისინი 51-ე სკოლის მოსწავლეეები და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შემსწრენი არიან. პარლამენტარების მთავარი კითხვებია - თუ რა იციან არასრულწლოვნებმა სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტზე და ასევე რა ნახეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს. არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა ფსიქოლოგებისა და მშობლების თანდასწრებით ხდება. პროცესს ომბუდსმენის მოადგილეც ესწრება. გამოკითხვები შემდეგ პარლამენტში გაგრძელდება , სადაც კიდევ ერთი თვითმხილველი გამოიკითხება.