31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შერჩეული საარჩევნო უბნების წევრებისა და ოლქების თავმჯდომარეების მოსმენას განაგრძობს.
დღევანდელ სხდომაზე საგამოძიებო კომისია ახსნა-განმარტებებს N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან და N09.12.03 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისგან და ასევე, N9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან და N07.09.66 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისგან მიიღებს. ეს პროცესი 18 ივნისსაც გაგრძელდება.
21 ივნისს კი, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ცესკოს თავმჯდომარისა და პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენას გეგმავს.