პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ე.წ. ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გრძელდება, ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. სესია 11:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა 13:00 საათისათვის გაიხსნა. საკითხის პირველი მოსმენით განხილვას მესამე სასესიო დღე ეთმობა. განხილვის პროცესში განსაკუთრებულად აქტიურობს საპარლამენტო უმცირესობა და ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს. საკანონმდებლო პაკეტის მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ იქმნება სპეციალური სამსახური - საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უწყება იქნება. ფასრული-მოსმენა მიყურადების განხორციელების უფლებამოსილება სწორედ სააგენტოს ექნება.