საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინადადება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდია ის პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება გაბედა.