პარლამენტთან აქციის მონაწილეების მხრიდან პიკეტირების პროცესი დასრულდა, თუმცა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ გრძელდება. ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები.
როგორც "ევროპული საქართველოს" და მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერებმა განაცხადეს, პიკეტი დღეისთვის პარლამენტთან დასრულდა, თუმცა პროტესტის ეს ფორმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მათივე განმარტებით, პროტესტის გამოხატვის მიზნით ჩავლენ ყველა რეგიონსა და ქალაქში, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წვრები.
მათ ასევე დააანონსეს, რომ მასშტაბურ აქციას გამართავენ მომდევნი სასესიო კვირაში, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყროს.
ამასთან, ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან რჩება რკინის კონსტრუქციები, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.