თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაზე უსმენენ. თავდაცვის მინისტრის უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებული, საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარადგენს.
როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ რეფორმების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებს, რაც შეეხება უწყების საქმიანობის არასაჯარო ნაწილს, ნდობის ჯგუფში მოსმენა სწორედ ამ ნაწილის გაცნობას და მასზე საპარლამენტო ზედამხედველობას ემსახურება. თავად ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.