პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საპარლამენტო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობენ.როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, მან სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიორგი წერეთლის განცხადებით , შეხვედრები ისეთ საკითხებს ეხება როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი და კონფლიქტები.