საპარლამენტო ფრაქცია "მაჟორიტარების" წევრი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მაჟორიტარები მიიჩნევენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები.მაჟორიტარები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მათ მიერ გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯებზე საუბრობენ და მოუწოდებენ პოლიტიკური სპექტრის სხვა მონაწილე მხარეებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში და თავადაც აიღონ პასუხისმგებლობის საკუთარი წილი.