პარლამენტის კომიტეტებში სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაკითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა. სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ანგარიშის საჯაროდ წარდგენის შემდეგ, მოითხოვა. როგორც მან განაცხადა, სხდომის ეს ნაწილი საინტერესო იქნება არა მარტო მოყვრისთვის, არამედ მტრისთვისაც და სწორედ ამ არგუმენტით დეპუტატებს სხდომის დახურვაზე გადაწყვეტილების მიღება სთხოვა. გრიგოლ ლილუაშვილის შეთავაზება გაიზიარა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.თუმცა სხდომის დახურვის ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა.