საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებმა მინისტრობის კანდიდატებს - ნათია თურნავას, ირაკლი ქარსელაძეს, ლევან დავითაშვილს და ივანე მაჭავარიანს მხარი დაუჭირეს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამას უსმენდნენ.