თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის სარემონტო სამუშაოები იგეგმება. სამუშაოებისათვის პარლამენტის აპარატმა 1 100 000 ლარი გამოყო. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება პარლამენტის სასახლის C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის სარეკონსტრუციო- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.როგორც მოთხოვნებშია მითითებული სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს ისე, რომ ხელი არ შეუშალოს პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას.სამუშაოების დასრულება ტენდერში გაფორმებულა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა უზრუნველყოს.