საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღეს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება. დეპუტატი ეკა ბესელია თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს დააყენებს.
პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლის ბოლომდე უნდა შეჩერდეს. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა კეთილსინდისიერი სასამართლო სისტემის გარანტია იქნება.
მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ლეგიტიმურს უწოდებენ "ევროპულ საქართველოში", თუმცა საპარლამენტო უმცირესობა ბიუროზე საკუთარ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.