პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა. ბიუროს წევრებს მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააცნო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, ასევე სამთავრობო პროგრამას კომიტეტებში და ფრაქციებში განიხილავენ. ამის შემდეგ დეპუტატები მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.