სასტუმრო "რედისონთან", სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სასტუმროსთან საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტებით მოძრაობა "გაბედეს" წევრები მივიდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი "ქართული ოცნების" წევრების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე სასტუმროს ფოეში ტრანსპარანტებით მაშინ შევიდა, როცა ღონისძიებაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა. აქციის მონაწილეები დაცვამ ადგილს გაარიდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე აქციაც აჩვენებს, როგორი მიდგომა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.