პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკან არ გაიწვევს. ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია. ეს განცხადება მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუმცა კობახიძე განმარტავს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს დეკემბერში პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სია წარუდგინა, რაც მმართველ გუნდში შემდეგ ვნებათაღელვისა და შიდა დაპირისპირების მიზეზი გახდა.