პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვას იწყებს.საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. ამათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს, ხოლო მესამე საკანონმდებლო პროექტი ინიცირებულია "ევროპული საქართველოს" მიერ.დღეს მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. 16 მარტს კი, განხილვა წამყვან - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება.