საქართველოს პარლამენტი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა. უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წამოწყებულ კამპანია "აჩუქე წიგნის" ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დიდი დიღმის 192-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საბავშვო ენციკლოპედიები აჩუქა. წიგნები საჩუქრად მიიღეს ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც. ენცკლოპედიები მათ ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ გადასცა.