პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ კაონონპროექტზე მთავრობას შენიშვნები აქვს. მთავრობის შენიშვნები 17 გვერდისგან შედგება. დოკუმენტი უკვე წარდგენილია პარლამენტში. მთავრობას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებათა მომზადებისას თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის აკრძალვა გაუმართლებელია. შენიშვნები თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების შესახებ დაგეგმილ შეზღუდვებსა და განსაზღვრულ ვადებსაც ეხება.