პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას კენჭს სავარაუდოდ, დღეს უყრის.
უმრავლესობის წევრების თქმით, მმართველი გუნდი ლილუაშვილის კანდიდატურას დადებითად აფასებს და პლენარულ სხდომაზე მის მხარდაჭერას გეგმავს. ლილუაშვილს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა.
გრიგოლ ლილუაშვილს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ მისი კანდიდატურა გუშინ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.