პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები გაშალეს. მომიტინგეები ტერიტორიაზე 24 საათიან მორიგეობას დააწესებენ და გააკონტროლებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ვერავინ მოახერხოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს შენობა პიკეტირებული იქნება მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.