პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებასა და შესაბამისად, პროკურატურისთვის მის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემაზე მსჯელობს. სხდომას ნიკა მელიას გარდა პროტესტის ნიშნად არ ესწრება არც ერთი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი. პლენარულ სხდომამდე გაიმართა იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომები, რომლებმაც იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირეს.