პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას დღეიდან დაიწყებს, სესიაზე კი, კენჭს 8 სექტემბერს უყრის - Palitra News

პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას დღეიდან დაიწყებს, სესიაზე კი, კენჭს 8 სექტემბერს უყრის

2019-09-04 09:06:27+04:00

პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას დღეიდან დაიწყებს. სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ, რის შემდეგაც ასევე სამი კომიტეტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძი მივლენ.

ხვალ კი 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრებს მოუსმენენ.

5 სექტემბერს პარლამენტში ასევე ეკონომიკური გუნდის წევრები მივლენ. პარასკევს და შაბათს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.

8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.