პარლამენტი დღეს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ელოდებიან პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი. პარლამენტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ: კადრები პარლამენტიდან, სადაც პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან - შენობაში ელოდებიან კინოლოგებსაც