პარლამენტი ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვას დაიწყებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი უკვე არსებობს და მისი საკომიტეტო მოსმენაც იგეგმება. რომან კაკულიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ანტიდემპინგური კანონმდებლობის არსებობის აუცილებლობა კონკრეტული მაგალითებით დადასტურდა. მისივე თქმით, სხვადასხვა კონკურენტული ადგილობრივი წარმოების გადასარჩენად ბაზრის დაცვის მექანიზმი უნდა შეიქმნას. შეგახსენებთ, რომ შიდა ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, პროდუქციის გაყიდვის მცდელობის გამო, ცოტა ხნის წინ ირანს „ჰაიდელბერგცემენტიც“ ადანაშაულებდა.