2018 წლის განმავლობაში ჯამში, 448 პირის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც 379 დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. სტატისტიკურად კი, შემოწმებული დეკლარაციების 78% დახარვეზდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შემოწმებული 448 დეკლარაციიდან 60 პარლამენტის წევრის დოკუმენტაცია იყო. მონიტორინგის შედეგად 59 დეპუტატის დეკლარაციებში დარღვევა გამოვლინდა და ისინი ბიურომ უარყოფითად შეაფასა. ამასთან, როგორც საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშიდან ირკვევა, დაჯარიმებული დეპუტატებიდან 11 უმცირესობის, ხოლო 48 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, რომელთა ქონებრივი დეკლარაციებიც უარყოფითად შეფასდა, არიან: სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მათ შორის არიან: ირაკლი სესიაშვილი, მამუკა მდინარაძე, კახა ოქრიაშვილი; კობა ნარჩემაშვილი; ლევან კობიაშვილი; სოფიო კილაძე; თამარ ჩუგოშვილი; ალექსანდრე ქანთარია; ზაქარია ქუცნაშვილი და ანრი ოხანაშვილი.