თბილისი ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით პარკირების საათობრივი საფასური სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება, თუმცა იგი არც იმას გამორიცხავს, რომ გადასახადი კიდევ გაიზარდოს. მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება. ხმალაძის განცხადებით ამ სისტემის მიზანი არა ფულის მოკრება, არამედ მანქანის მოხმარების შემცირებაა.