პარკირების პრობლემის მოგვარება კონდუქტორების მიერ, იგივეა, რომ ფეხბურთის მსაჯს მოედნის დახაზვა დაავალო, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების კონტროლი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორებს არ უნდა დაევალოთ. არსებულ სიტუაციას მან სახუმარო უწოდა.