პარიზში "ყვითელი ჟილეტების" დემონსტრაციაზე დაკავებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, პარიზის პოლიციის პრეფექტურაზე დაყრდნობით, ფრანგული მედია ავრცელებს. დემონსტრაციაზე პოლიციას და მანიფესტანტებს შორის შორის შეტაკებაც მოხდა - სამართალდამცავებმა მანისფესტანტების შეკავების მიზნით მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავებულეთა შეასხებ ინფორმაცია არ ვრცელდება. "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში მეხუთე კვირაა ყოველ შაბათს მიმდინარეობს. პარიზის მთავარ გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ქალაქში მობილიზებულია 8 000 პოლიციელი და 14 ერთეული ჯავშანტექნიკა. დაკეტილია ქალაქის ღირსშესანიშნაობების ნაწილი. მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შედეგად, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან საწვავი აღარ გაძვირდება, მინიმალური ანაზღაურება კი 100 ევროთი გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები არ წყდება.